საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, დღეს საქართველოში მმართველი კლანი მდიდრდება, ხალხი კი ღარიბდება.
მისივე თქმით, საქართველოში 350 000 ადამიანი 800 ლარის ოდენობის ხელფასს იღებს.
„დააკვირდით, სტუდენტები მასობრივად ყიდულობენ ლობიანებს და არ ყიდულობენ ხაჭაპურებს მარტივი მიზეზის გამო – ხაჭაპური ღირს 50 თეთრით უფრო ძვირი, ვიდრე ლობიანი. ასეთი ისტორიებისგან შედგება დღეს ჩვენი ცხოვრება“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას.
კომენტარები