ალ-შიფას საავადმყოფო ისრაელის თავდაცვის ძალების ალყაშია, – ამის შესახებ ღაზის სამოქალაქო თავდაცვის სპიკერმა მაჰმუდ ბასალმა განაცხადა. მანვე ისრაელი საავადმყოფოს მახლობლად მდებარე საცხოვრებელ სახლებზე თავდასხმაში დაადანაშაულა.
ბასალის თქმით, შენობების ნანგრევებში ადამიანები იმყოფებიან, თუმცა მაშველები საავადმყოფოს ტერიტორიამდე მისვლას ვერ ახერხებენ.
ალ-შიფას საავადმყოფოში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალებში 18 მარტს განაცხადეს.
კომენტარები
