მე ვერანაირ პრობლემას ვხედავ იმაში, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსებიც იყოს გამჭვირვალე და ასეთიც მგონია რატომღაც, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განუცხადა.
„იმისთვის, რომ საკუთარ შემოსავლებზე არ ილაპარაკონ „ქართული ოცნების“ წევრებმა, იოლი გამოსავალი აქვთ, რომ გადააგდონ ბურთი პირობითაც ოპოზიციური პარტიების, ან არასამთავრობო ორგანიზაციების მოედანზე. მე ვერანაირ პრობლემას ვხედავ იმაში, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსებიც იყოს გამჭვირვალე და ასეთიც მგონია რატომღაც“, – აღნიშნა ხვიჩიამ.
მმართველი გუნდი ამერიკული და ევროპული არასამთავრობო ორგანიზაციებისგან საქართველოში დახარჯული თანხების გამჭვირვალობას ითხოვს. პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ მოუწოდა „დემოკრატიის ეროვნული ფონდისა“ და „დემოკრატიის ევროპული ფონდის“ ხელმძღვანელებს, რომ პატივი სცენ ქართულ სახელმწიფოს და დეტალურად გამოაქვეყნონ მათ მიერ გაცემული გრანტების ჩამონათვალი.