„ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა „იმედის კვირასთან“ პარტიების „ენჯეობის“ მეშვეობით დაფინანსების სქემაზე ისაუბრა.
„ერთი და იგივე პიროვნებას აქვს „ენჯეო“ და პარტია. და ამ „ენჯეოს“ უფინანსებს სხვადასხვა ფონდი ამერიკიდან თუ ევროპიდან და კარგად ვიცით, ეს ფული სად მიდის. არც უარყოფენ. კეზერაშვილმა პირდაპირ თქვა ეს. დიახ, ის აფინანსებს „ენჯეოებს“, აფინანსებს პარტიებს.
შესაბამისად, ამიტომ მოუწოდა პარლამენტის თავმჯდომარემ და ჩვენ ყველა მოვუწოდებთ ჩვენს პარტნიორებს, რომ თავი დაანებონ უცხოური ფულის ჩარიცხვას ქართულ პოლიტიკაში. არსებობს უამრავი გამოწვევა – ეკოლოგიური, განათლების სისტემაში – აქ ჩადონ ფული, კი ბატონო“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
კომენტარები