არ დაიჯეროთ, რომ პოლიტიკური გადაჯგუფება აქვთ. ეს არის კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ და გახარია ერქმევა, ხაზარაძე თუ გვარამია, არ მინდა, კიდევ რამდენიმე გვარი დავასახელო, მათდამი ჩემი ურთიერთობიდან გამომდინარე, მაგრამ ეს ხომ ფაქტია – ეს კოლექტიური „ნაცმოძრაობაა“, უბრალოდ, გაიყვნენ და ტაქტიკა შეიცვალეს, – ამის შესახებ პირველი პრეზიდენტის შვილმა, გიორგი გამსახურდიამ პოლიტიკური ორგანიზაციების გაერთიანების პროცესზე საუბრისას გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, თუკი ვინმე კონკრეტული პოლიტიკური დღის წესრიგით შეეცდება პროცესის დაწყებას, სააკაშვილი „ვივამედიდან“ „გამოენთება“ და იმ პოლიტიკური სუბიექტის დაბულინგება იწყება.
„ოდნავ კონსტრუქციულ ჩარჩოში ვინმე ადამიანი მოექცევა და თავისი მიმართულებით პოლიტიკური ამინდის შექმნას დააპირებს, ბულინგი მიდის“, – აღნიშნა გამსახურდიამ
მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიცია არჩევნებზე 15 პროცენტსაც ვერ მიიღებს.
„წლის ბოლომდე კიდევ ბევრი რამ გამოაშკარავდება, ბატონი პრემიერის მოსაზრება აბსოლუტურად სწორია – 15% ახლა აქვთ, მაგრამ 15-ის დაბლა ჩამოვლენ. იქნება შიდა დაპირისპირება“, – განაცხადა გამსახურდიამ.
