აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს ვლადიმირ პუტინის მტკიცებას, რომ უკრაინა მონაწილეობდა „კროკუს სითი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში მომხდარ ტერაქტში.
„არა, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება და, ფაქტობრივად, ჩვენ ვიცით, რომ „ისლამური სახელმწიფო“ არის რეალურად პასუხისმგებელი მომხდარზე“, – აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.
„ის, რაც მოხდა ტერორისტული აქტის შედეგად და დაღუპულთა რაოდენობა, აშკარად ტრაგედიაა და ჩვენ ყველამ უნდა გამოვუცხადოთ სამძიმარი [დაღუპულთა] ოჯახებს“, – დასძინა მან.
კომენტარები