აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ცდილობს შექმნას კრიზისი აშშ-ისრაელის ურთიერთობებში.
მანამდე ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ არ გააგზავნის დელეგაციას ვაშინგტონში მას შემდეგ, რაც აშშ-მა ვეტო არ დაადო გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, რომელიც ღაზაში ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვს.
„როგორც ჩანს, [ისრაელის] პრემიერის ოფისი ირჩევს პრობლემის აღქმის შექმნას, როდესაც მათ ამის გაკეთება არ სჭირდებათ“, – აღნიშნა აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა.
„ჩვენ რაღაცნაირად დაბნეულები ვართ ამით. ეს არასავალდებულო რეზოლუციაა, ამიტომ არანაირი გავლენა არ აქვს ისრაელის უნარზე, განაგრძოს „ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლა. როგორც ჩანს, [ისრაელის] პრემიერის აპარატი საჯარო განცხადებებით მიუთითებს, რომ ჩვენ შევცვალეთ პოზიცია. ჩვენ არ შეგვიცვლია“, – დასძინა მან.