პირთა ჯგუფი, რომელიც გამოხატვის თავისუფლების ბრძოლაში ამხილეს, სავარაუდოდ, ორგანიზაცია „ჯიუტის“ წევრია.
აღმაშენებლის მოედანზე გავრცელებულ ვიდეოში ჩანს ახალგაზრდა, რომელიც ორგანიზაცია „ჯიუტის“ წევრია და რომელიც რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ცეკვა „ხორუმის“ გაშარჟებაში მონაწილეობს „ჯიუტის“ ორი წლის იუბილეზე.
აღმაშენებლის გამზირზე მცხოვრებმა მოქალაქემ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში ამხილა. კერძოდ, მისი სახლის მახლობლად არასამთავრობოების წევრები ხევდნენ პლაკატებს, რაც მოქალაქემ გააპროტესტა.
საუბარია პლაკატებზე, წარწერით „სამშობლო არ იყიდება“. ამ შინაარსის პლაკატები თბილისსა და რეგიონებში რამდენიმე დღეა გამოჩნდა. პლაკატებზე დატანილია იმ „ენჯეოების“ ხელმძღვანელთა სახეები, რომლებიც „გამჭვირვალობის“ კანონს ეწინააღმდეგებიან. მათ შორისაა გიორგი მშვენიერაძე, ეკა გიგაური, ბაია პატარაია, ნინო ლომჯარია, ნიკა გვარამია.
ამასთან, გუშინ დილით დედაქალაქში ახალი პლაკატები გამოჩნდა წარწერით – „გამჭვირვალობა დაიდოს“.