შეერთებული შტატები კიევში საკუთარ საელჩოში სამხედრო მრჩევლების გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს, – ინფორმაციას გამოცემა Politico პენტაგონის წარმომადგენლის, პეტ რაიდერის ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამერიკელი გენერლის თქმით, ამერიკელი სამხედრო მრჩევლები საომარ მოქმედებებში მონაწილეობას არ მიიღებენ, თუმცა კონსულტაციას გაუწევენ უკრაინის მთავრობასა და შეიარაღებულ ძალებს. Politico-ს ინფორმაციით, საუბარია 60 ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეზე, რომლებიც კიევში შესაძლოა საგანგებო მისიით გაგზავნონ.
კომენტარები
