“თბილისის ზღვის ახალ ქალაქში” 200 დევნილ ოჯახს საცხოვრებელ ბინები საკუთრებაში გადაეცა. დევნილთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, დევნილებისათვის ბინების გადაცემის პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.
“მხოლოდ თბილისის ზღვის დასახლებაში უკვე 630 ოჯახმა მიიღო ბინა, მათ შორის 200 დევნილ ოჯახს ბინა დღეს გადაეცა. ეს არის საკმაოდ კარგად გარემონტებული ბინები, სადაც შეყვანილია წყალი, გაზი, დენი, გამრიცხველიანები დამთავრებულია, ერთადერთი ავეჯი არ დგას. გვერდით, ამავე დასახლებაში მალე იქნება ძალიან ბევრი დასაქქმების საშუალება. აქ იქნება ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი და სხვადასხვა ობიექტები, რომლებიც ადამიანებს საშუალებას მისცემს დასაქმდნენ. მთლიანობაში, ბოლო 4 წლის განმავლობაში, თბილისის მასშტაბით 1800-მა ოჯახმა მიიღო ახალი ბინა. ეს პრცესი გაგრძელდება”, – განაცხადა მინისტრმა.
ახალაშენებულ კორპუსებში არსებული 200 ბინიდან, 100 – ერთოთახიანია, 52 – ოროთახიანი, 48 კი სამოთახიანი.
დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, ჯამში თბილისში, უკვე 29 ნგრევადი ობიექტია დახურული.
დევნილთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკით 273411 იძულებით გადაადგილებული პირი ცხოვრობს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე.