პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელისუფლების მხარდამჭერებს მათი თმენის ვალდებულების შესახებ ახსენებს.
„კიდევ ერთხელ მინდა, ვთქვა, რომ ეს არის ძალიან მიუღებელი და სამწუხარო ინციდენტი, რომელიც მოხდა. მიმდინარეობს გამოძიება. მინდა, ყველას, უპირველეს ყოვლისა ჩვენი მხარდამჭერების გასაგონად ვთქვა, ეს არ არის ჩვენი სტილი. ჩვენ არ ვაპირებთ არჩევნების ამ სტილში ჩატარებას. ჩვენი მიზანია, უზრუნველვყოთ ძალადობისგან თავისუფალი საარჩევნო გარემო, რათა მოქალაქეებმა შეძლონ თავისუფალ გარემოში, კონფრონტაციის გარეშე საკუთარი ნების გამოხატვა. ეს არის ჩვენი სახელმწიფოებრიობიის მშენებლობისთვუს უმნიშვნელოვანესი“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლებს ეკისრებათ უდიდესი პასუხისმგებლობა თმენის, ასევე პირებს, რომლებიც არ არიან ხელისუფლების წარმომადგენლები, მაგრამ არიან სახელისუფლო პოლიტიკური ძალის მხარდამჭერები.
“მათაც ზუსტად ასეთივე დონის თმენის ვალდებულება ეკისრებათ, მათი პასუხისმლეგებლობა გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე სხვა პიოლიტიკური ძალების მხარდამჭერებისა, რომლებმაც შეიძლება, ხშირ შემთხვევაში პროვოკაციულადაც იმოქმედონ“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.