უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ „მარშალპრესის“ პრეს-კლუბში გამართული პრესკონფერეცნიაზე საუბრისას არ გამორიცხა, რომ ე.წ. „ციანიდის საქმის“ უკან ის ჯგუფი იდგეს, ვინც ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნის მცდელობითაა დაინტერესებული და ეს ჯგუფი შეიძლება „ნაციონალური მოძრაობა“ იყოს.
„ჩანაწერში ჩანს, რომ მამა გიორგი მრავლობითში საუბრობს და ეს არის ერთ-ერთი უმნისვნელოვანესი დეტალი იმ ჩანაწერისა, რომელიც გასაჯაროვდა და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან საყურადღებოა. ყურადღება ასევე გასამახვილებელია, როდესაც მამა გიორგი ამბობს – „უნდა გამომიგზავნონ“ თანხა, ანუ ერთი რომ მრავლობითში საუბრობს და ამბობს, რომ „ჩვენ იქ შევაღწიეთ“, როდესაც საუბარია მის დანიშვნაზე იმ თანამდებობაზე, რომელზეც ის დაპატიმრებამდე იმყოფებოდა, ქონების მართვას ხელმძღვანელობდა საპატრიარქოში და ის ამბობს, რომ „ეს არ იყო ჩვენი მიზანი, ჩვენი მიზანი იყო შეღწევა ამ უწყებაში და ახლა ჩვენი მიზანი სხვა თანამდებობაა“ და ის ასახელებს სამ პირს, რომლის თანამდებობა ერთი და იგივეა. ვინ არის ეს „ჩვენ“ ? სწორედ ესაა მთავარი, თუ ვინ შეიძლება იყვნენ ის ადამიანები და მეორე – საიდან შეიძლებოდა ყოფილიყო თანხა გამოგზავნილი? ეს ძალიან შეზღუდული წრეა, საიდანაც თანხა შეიძლება გამოეგზავნათ. ერთი ის, სადაც მამა გიორგი მიემგზავრებოდა ანუ გერმანიაში, მეორე ალბათობა გაჩნდა, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო გამოგზავნილი უკრაინიდან, ვინაიდან ჩანაწერში ოქრომჭედელიც იყო ნახსენები უკრაინიდან. და მესამე, საიდანაც შეიძლებოდა ეს თანხა ყოფილიყო გამოგზავნილი უფრო რუსული მხარე იგულისხმება, ვინაიდან, მიიჩნევა, რომ ჩვენი მართმადიდებლური ეკლესია ერთადერთი ადგილია, სადაც საქართველო იმ ტერიტორიული მთლიანობაშია, რომელიც ისტორიულად და საერთაშორისოდ აღიარებულია საქართველოს საზღვრები. თქვენ იცით, რომ აფხაზეთშიც და ცხინვალშიც სწორედ საპატრიარქოს იურისდიქცია ვრცელდება.
რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც შეიძლება ქვეყანაში დესტაბილიზაციით, არეულობით დაინტერესებული იყოს, არის ”ნაციონალური მოძრაობა”, მისი ყველანაირი დანაყოფებით. ის ადამიანები, უფრო მხარედ გამოიყურებიან, ვიდრე უბრალოდ საქმით დაინტერესებულ პირებად. ეს ამბავი, არამხოლოდ ადამიანის ლიკვიდაციაზე იყო გათვლილი, არამედ გათვლილიყო იმ დესტაბილიზაციაზე, რაც ამბავს თან მოყვებოდა. აქედან გამომდინარე ვინ შეიძლება იყოს ასეთი „ჩვენ“ ამ ქვეყანაში? – ასეთი „ჩვენ“ ამ ქვეყანაში არის ის ძალა, რომელთაც დაკარგეს ძალაუფლება და ახლა ნებისმიერი ფორმით პროვოცირებენ საზოგადოების ქუჩაში გამოყვანას, რასაც ვერ ახერხებენ“, – განაცხადა კაკაბაძემ