საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლებმა,მიმდინარე წლის აპრილის თვეში, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 125ფაქტი გამოავლინეს.
ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან, 24დარღვევა გამოვლენილია კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, ერთი მცხეთა-მთიანეთის, ოთხი გამოვლენილია ქვემო ქართლის, 11 – შიდა ქართლის, 38- სამცხე-ჯავახეთის, სამი გურიის, 36 იმერეთის, ერთი რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის,ხოლო შვიდი კანონდარღვევის ფაქტი გამოვლენილია სამეგრელო -ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ.
სამართალდამრღვევების მიმართ შედგენილია შესაბამისი დოკუმენტაცია, ავტოსატრანსპორტო საშუალებები დალუქულია და გადაყვანილია სააგენტოს „საქმიან ეზოებში“. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, გადაიგზავნა შესაბამის უწყებებში.
მიმდინარე წლის აპრილის თვეში,სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ,ჯამში, ამოღებულია სხვადასხვა სახეობის 34,295კუბურ მეტრამდე ხე-ტყე, რომლებიც სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა.
რაც შეეხება 2024 წლის იანვრიდან დღემდე პერიოდს, ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 334ფაქტია გამოვლენილი; საქმიან ეზოებში დასაწყობებული რესურსის მოცულობამ 266,644 კუბური მეტრი შეადგინა.