ექიმი ინიექციონისტი ანა ჩიტაშვილი ასახელებს იმ სამ პროცედურას, რომელიც მისი აზრით არ უნდა არსებობდეს და გამომწერებს ურჩევს, არასოდეს გაიკეთონ ისინი.
“როგორც ექიმი ინიექციონისტი, ამ 3 პროცედურას არასდროს არ გავიკეთებდი
დარწმუნებული ვარ ბევრი თქვენგანი მიხვდით რომ პირველ ადგილზე გავიყვანდი foxy eyes-ს, ან ცხვირის ძაფებით აწევას. მეგობრებო, მინდა ერთხელ და სამუდამოდ გავიაზროთ, რომ ორივე ეს არის კატასტროფული პროცედურა,“ – აღნიშნავს ანა ჩიტაშვილი.
ინიექციონისტმა მეორე ადგილზე უხარისხო მეზოთერაპია გაიყვანა. მან გამომწერებს ურჩია, გადახადონ მეტი და მიიღონ ხარისხიანი პრეპარატები, ვიდრე ბევრი და უხარისხო.
მისი თქმით, მესამე ადგილზე გავიდა, პლასტმასის ან სილიკონისგან შექმნილი ვაკუუმი, რომელიც ტუჩებს ვითომდა ადიდებს.
