საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ დირექტორად ქაშუეთის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი მიქაელ ფოფხაძე დაინიშნა. ამის შესახებ საპატრიარქოს ვებ-ვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
ა.წ. 10 მარტიდან ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე (ცაავა) განთავისუფლდა საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ დირექტორის თანამდებობიდან. აღნიშნული ტელევიზიის ხელმძღვანელად დაინიშნა ქაშუეთის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი მიქაელ ფოფხაძე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
მეუფე პეტრემ აღნიშნული თანამდებობდა წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით დატოვა.
კომენტარები