საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის რეკრუტებმა საზეიმოდ სამხედრო ფიცი დადეს. ფიცის დადების ცერემონია თბილისსა და კიდევ ხუთ რეგიონში ერთდროულად ჩატარდა – მცხეთაში (სამთავროს მონასტერი), დიდგორი, ბეთანიის მონასტერი, სტეფანწმინდა (გერგეთის სამება ) და იმერეთი (კაცხსის სვეტი).
26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ზუსტად 104 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს მიიღო.
კომენტარები