ეგვიპტის შეიარაღებულ ძალებში დაადასტურეს, რომ ღაზის სექტორის ქალაქ რაფაჰში ორმხრივი სროლის შედეგად ეგვიპტელი სამხედრო დაიღუპა.
„ეგვიპტის შეიარაღებული ძალები, კომპეტენტურ სამსახურებთან ერთად, აწარმოებენ მოკვლევას რაფაჰში, სასაზღვრო ზონაში მომხდარ სროლასთან დაკავშირებით, რასაც ერთ-ერთი სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა“ , – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
მანამდე ისრაელური გამოცემა Ynet-ი წერდა, რომ საზღვარზე სროლა ეგვიპტელებმა გახსნეს, რასაც ისრაელის მხარემ უპასუხა. მისივე ინფორმაციით, ეგვიპტის მხარეს ერთი მოკლული და რამდენიმე დაჭრილი ჰყავს.
კომენტარები