სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს მდგომარეობა უმჯობესდება. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი სლოვაკეთის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„გამოკვლევების შედეგებიდან გამომდინარე, სამედიცინო კოლეგიის სხდომაზე დადასტურდა პრემიერ-მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობის ეტაპობრივი გაუმჯობესება“, – განაცხადეს სლოვაკეთის მთავრობაში.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს 15 მაისს ცეცხლი გაუხსნეს, ის ჰოსპიტალიზებულია. ინციდენტი ბრატისლავიდან 180 კილომეტრში, ქალაქ ჰანდლოვაში, სამთავრობო შეხვედრის შემდეგ მოხდა. თავდამსხმელი დაკავებულია.
კომენტარები