Amnesty International-ის მონაცემებით, მსოფლიოში სიკვდილით დასჯების რაოდენობა მესამედით გაიზარდა.
ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს მსოფლიოს მასშტაბით სიკვდილით 1153 ადამიანი დაისაჯა – ეს 31%-ით მეტია, ვიდრე შარშან. 2023 წლის მაჩვენებელი ყველაზე მაღალი გახდა 2015 წლის შემდეგ, როდესაც Amnesty International-მა სიკვდილით დასჯის 1634 შემთხვევა დააფიქსირა.
ამასთან, 2023 წლის შემთხვევების 3/4 ირანში დაფიქსირდა (სულ მცირე 853), 15% საუდის არაბეთში (172). გაიზარდა სასიკვდილო განაჩენების რაოდენობა სომალიში (38-დან) და აშშ-ში (24).
ინფორმაცია სიკვდილით დასჯის შესახებ ჩინეთში სახელმწიფო საიდუმლოებაა, მაგრამ Amnesty International ვარაუდობს, რომ ამ ქვეყანაში ათასობით ასეთ შემთხვევაზეა საუბარი. იგივე ეხება ჩრდილოეთ კორეასა და ვიეტნამს – ორგანიზაციაში ეჭვობენ, რომ ამ ქვეყნებში სიკვდილით დასჯის დიდ მასშტაბებზე არის საუბარი.