კიკბოქსინგში მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი ქართველი ირაკლი ღვინჯილია უკრაინის მოთხოვნით მოსკოვში დააკავეს.
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ირაკლი ღვინჯილიამ 2012 წელს, როდესაც უკრაინაში სპორტულ-სავარჯიშო ბაზაზე იმყოფებოდა, ბენზინგასამართი სადგურის კაფეში ერთ-ერთ სტუმარს ფული მოპარა. მოგვიანებით, მისი ავტომობილის დათვალიერებისას, საგზაო პოლიციის თანამშრომლებმა მოპარული თანხა ამოიღეს. უწყების ცნობით, ირაკლი ღვინჯილია მიიმალა და 2012 წლიდან საერთაშორისო ძებნაში გამოაცხადეს მისი დაკავებისა და უკრაინაში ექსტრადირების მიზნით.
კომენტარები