საბერძნეთში დაკარგული ბრიტანელი ჟურნალისტის, მწერლისა და ექიმის მაიკლ მოსლის ძებნა გრძელდება. ის ოთხშაბათს კუნძულ სიმში სასეირნოდ მარტო გავიდა და მას შემდეგ გაუჩინარდა.
ექიმი პოპულარული აგხდა თავისი ინტერვალური დიეტით რომელიც ცნობილია, როგორც „5:2 დიეტა“
პოლიცია, სანაპირო დაცვა და მოხალისეები იყენებენ ვერტმფრენს, დრონებს და მაშველ ძაღლებს ექიმის ხმელეთსა და ზღვაში მოსაძებნად.
„ჯერჯერობით, ჩვენ არ გვაქვს მტკიცებულება იმის შესახებ, თუ რა შეიძლება მომხდარიყო, იქნება ეს უბედური შემთხვევა… თუ სხვა რამ“, – განუცხადა Reuters-ს პოლიციის მაღალჩინოსანმა.
კომენტარები