ღაზის სექტორში, პროვინცია დეირ-ელ-ბალაჰში გაშლილ ლტოლვილთა ბანაკ ნუსეირათში ისრაელის თავდაცვის ძალების ოპერაციას ათობით ადამიანი ემსხვერპლა, – ამის შესახებ BBC-ი წერს.
დაშავებულები „ალ აქსასა“ და „ალ ავდას“ საავადმყოფოებში გადაიყვანეს
„ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი მედია იტყობინება, რომ ოპერაციის დროს 210 ადამიანი დაიღუპა და 400 დაშავდა, მათ შორის ქალები და ბავშვები არიან.
პალესტინის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აბასმა მომხდარზე სამსჯელოდ გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის ჩანიშვნა მოითხოვა.
ოპერაციის შედეგად ისრაელელმა სამხედროებმა გუშინ „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილი ოთხი ადამიანი გაათავისუფლეს, რომელთა შორის არიან 25 წლის ნოა არგამანი, 21 წლის ალმონგ მეირ იანი, 27 წლის ანდრეი კოზლოვი და 40 წლის შლომი ზივი.
კომენტარები