ცნობილი ბრიტანელი ტელეწამყვანი და ექიმი მაიკლ მოსლი საბერძნეთში გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, მოსლის გარდაცვალების ფაქტი მისმა მეუღლემ, კლარა ბეილი მოსლიმ დაადასტურა. მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოსლი მარტო წავიდა სასეირნოდ, როდესაც წყვილი საბერძნეთში, კუნძულ სიმიზე ისვენებდა.
კლარას განცხადებით, მისმა 67 წლის მეუღლემ არასწორი მარშრუტი შეარჩია და გონება დაკარგა. მოსლის ცხედარი რამდენიმე საათის წინ აღმოაჩინეს.
მაიკლ მოსლის BBC-ზე სხვადასხვა გადაცემა მიჰყავდა, მათ შორის პოდკასტი „კიდევ ერთი რამ“ და პროგრამა „დამიჯერეთ, ექიმი ვარ“.
კომენტარები