მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისათვის“ ლიდერად პაატა ბურჭულაძე აირჩიეს. პაატა ბურჭულაძე მოძრაობის ლიდერად „სახელმწიფო ხალხისათვის“ რეგიონული წარმომადგენლების ხელმძღვანელებმა დაასახელეს.
ყრილობაზე შეკრებილ პარტიის აქტივისტებს სიტყვით მიმართეს პარტიის ლიდერებმა ხათუნა ლაგაზიძემ, გიორგი რუხაძემ და გიორგი თაქთაქიშვილმა.
ყრილობაზე იმყოფებიან საქართველოს რეგიონებიდან ჩამოსული დელეგატები.
დღესვე, პარტიის წესდებას დაამტკიცებენ და მის თავმჯდომარესაც აირჩევენ.
პარტიის ყრილობაზე მისი ახალი წევრებიც იყვნენ წარმოდგენილნი.
კომენტარები