ანალიტიკოსმა, ოთარ ჭულუხაძემ „დღის ქრონიკაში“ საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობაზე ისაუბრა. როგორც ანალიტიკოსმა აღნიშნა, ჩანს, რომ პოლიტიკური დინამიკა დათბობისკენ მიდის.
„აშკარად ჩანდა, რომ პოლიტიკური დინამიკა მიდიოდა დათბობისკენ, იგივე ამერიკის მხრიდან საქართველოს ელჩის მიღება, ეს იყო ამის ერთ-ერთი პირველი დასტური. ასევე იყო რამდენიმე საჯარო წერილი, რომელიც საქართველოს პოზიციონირებას ნათლად აყალიბებდა – წინა ადმინისტრაციის პოლიტიკა, რომელსაც თვითონ ტრამპი ემიჯნება, ჩვენც ამ მიდგომებს ვეწინააღმდეგებოდით. ვაღიარებთ ამერიკას, როგორც ერთ-ერთ ძლიერ ძალას და ჩვენი გეოპოლიტიკიდან გამომდინარე გვინდა მასთან გვქონდეს კონკრეტული ტიპის დადებითი ურთიერთობა, რაღაც ტიპის თანამშრომლობაზე დამყარებული“, – აღნიშნა ჭულუხაძემ.
კომენტარები
