სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმური სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში შპს ,,ფაჩუჩა“ (მის: ქარელის რაიონი, სოფელი რუისი) შეამოწმეს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტირებისას სასაკლაოზე დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები. ამავდროულად, აღმოჩნდა, რომ ბიზნესოპერატორი საქმიანობდა სავალდებულო აღიარების გარეშე, რის გამოც შპს „ფაჩუჩას“ შეუჩერდა საწარმოო პროცესი შეუსაბამობების გამოსწორებამდე და დაჯარიმდა კანონმდებლობის შესაბამისად.
სურსათის ეროვნული სააგენტო არალეგალური საწარმოებისა და სასაკლაოების გამოვლენას მთელი საქართველოს მასშტაბით განაგრძობს და მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, არ აწარმოონ პროდუქცია აღიარების მინიჭების გარეშე.
კომენტარები
