ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანკიაჰუ ვაშინგტონში ამერიკელ მილიარდერს, ილონ მასკს შეხვდა და ხელოვნური ინტელექტის გამოწვევებზე ისაუბრა.
ამის შესახებ ბენიამინ ნეთანიაჰუმ სოციალურ ქსელში დაწერა.
„ჩვენ განვიხილეთ ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები და გამოწვევები, მისი გავლენა ეკონომიკაზე და საზოგადოებაზე, ასევე აღმოვაჩინეთ გზები ისრაელთან ტექნოლოგიური თანამშრომლობისთვის“,- დაწერა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა და მასკთან შეხვედრიდან ფოტო გამოაქვეყნა.
ბენიამინ ნეთანიაჰუ შეერთებულ შტატებში რამდენიმე დღეა იმყოფება.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს შეხვდა, ასევე კონგრესს სიტყვით მიმართა.
დაგეგმილია ასევე პრეზიდენტობის კანდიდატთან, დონალდ ტრამპთან მოლაპარაკება, რომელიც ფლორიდაში გაიმართება.
კომენტარები