პაატა ბურჭულაძის პარტია “სახელმწიფო ხალხისათვის” ყრილობას თბილისის პოლიციის სამმართველოს ყოფილი უფროსი სოსო ალავიძე ესწრებოდა.
სოსო ალავიძის თქმით,ყრილობაზე სტუმრის სტატუსით მოიწვიეს, თუმცა თბილისის პოლიციის ყოფილმა უფროსმა პარტიასთან თანამშრომლობა არ გამორიცხა.
პაატა ბურჭულაძის განმარტებით კი, პირადად მას სოსო ალავიძე არ დაუპატიჟებია, თუმცა მასთან ნაცნობობა დაადასტურა.
“რა შუაშია სოსო ალავიძე? ის აქ საერთოდ არ დამინახავს, ვიცნობ, მაგრამ ჩვენ აქ რატომ უნდა დაგვეპატიჟებინა?! დასწრება იყო თავისუფალი და, შესაბამისად, ნებისმიერ შეეძლო მოსვლა”,- განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
კომენტარები