მოწმის სახით დაკითხვაზე მყოფმა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, მეუღლის საქმესთან დაკავშირებით ჩვენების მიცემაზე უარი თქვა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, პედრო სანჩესმა უარყო მეუღლის წინააღმდეგ ბრალდებები და განაცხადა, რომ ისინი დაუსაბუთებელია.
ბეგონია გომესის წინააღმდეგ გამოძიება სავარაუდო კორუფციისა და გავლენით სარგებლობის საქმეზე მიმდინარეობს. ის სასამართლოში 19 ივლისს გამოცხადდა, თუმცა ჩვენების მიცემაზე უარი თქვა.
კომენტარები