რუსეთის ხელისუფლებამ კურსკის ოლქში უკრაინის ჯარის შესვლის პარალელურად ბეტონის თავშესაფრების მონტაჟი დაიწყო, განაცხადა კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსეი სმირნოვმა.
„დღეს კურსკში რკინაბეტონის თავშესაფრების მოწყობა დაიწყო. ასეთი კონსტრუქციების აგების გადაწყვეტილება ოპერატიული შტაბის მიერ იქნა მიღებული“, – განაცხადა სმირნოვმა.
მისი თქმით, ბეტონის თავშესაფრები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში იქნება განლაგებული. საოლქო ცენტრში ბეტონის 60 თავშესაფარი იქნება მოწყობილი.
ანალოგიური 10 თავშესაფარი კურსკის ოლქის ქალაქ ჟელეზნოგორსკშიც აიგება. თავშესაფრების მოწყობა ქალაქ კურჩატოვშიც იგეგმება.
კომენტარები