ჩვენი აქ ყოფნა არის ზუსტად იმის აღმნიშვნელი, რომ ყველა უნდა იყოს აქტიური, უნდა მივიდნენ არჩევნებზე, საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ, – განუცხადა „ქრონიკას“ მომღერალმა გელა დონაძემ ყაზბეგში გამართულ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ღონისძიებაზე.
ამასთან, მომღერალმა ქართული კულტურის მხარდაჭერისთვის საქართველოს ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა.
„მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ხელისუფლებას, ქალბატონ თეას, ბატონ ბიძინას ბოლო პერიოდში, ბოლო წლებში განსაკუთრებულ ყურადღებას რომ აქცევენ ქართულ მრავალხმიანობას, ქართულ მუსიკას, ჩვენს კულტურას.
ჩვენი აქ ყოფნა არის ზუსტად იმის აღმნიშვნელი, რომ ყველა უნდა იყოს აქტიური, ყველა უნდა მივიდეს არჩევნებზე, ყველამ საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს. ჩვენ ვდგავართ ჩვენი ქვეყნის გვერდით“, – აღნიშნა გელა დონაძემ.
კომენტარები