ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის შექმნის 10 წლისთავთან დაკავშირებით, ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობს.
დღეს მორიგი შეხვედრა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებთან გაიმართა. კობა კობალაძემ ვეტერანებს სამსახურის მუშაობის 10- წლიანი ანგარიში წარუდგინა და ყველა იმ პროექტსა და ინიციატივაზე ისაუბრა, რაც სამსახურის ბენეფიციართა წინაშე, სოციალური, ეკონომიკური და ჯანდაცვის კუთხით არსებული გამოწვევების დასაძლევად ხორციელდება.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ვეტერანების მხრიდან გამოიკვეთა რამდენიმე, მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის ჯანდაცვის, საცხოვრებლით უზრუნველყოფისა და ბიზნესის განვითარების მიმართულებით. კობა კობალაძე რეგიონებში ვეტერანებთან შეხვედრებს განაგრძობს.