გადაცემას ვიწყებ ექსკლუზიური ინფორმაციით. ჩვენთვის ცნობილია, ვის განიხილავს სალომე ზურაბიშვილი ომის ქარტიაზე ხელმომწერი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ტექნიკურ პრემიერად? მსჯელობა რამდენიმე კანდიდატზე მიდის, – განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გადაცემა „იმედის კვირის“ წამყვანმა, ირაკლი ჩიხლაძემ პირდაპირ ეთერში საუბრისას.
მისივე თქმით, ევროტურიდან დაბრუნებული სალომე ზურაბიშვილის კარზე დაწინაურდნენ „ნაცმოძრაობის“ მთავრობის ყოფილი მეთაური ნიკა გილაური, რომელიც 2009 წლის 6 თებერვლიდან 2012 წლამდე იკავებდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტს და „ნაცმოძრაობის“ სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.
„შესაბამისად, ყველაზე დიდი შანსები ამ ვირტუალურ რეალობაში, რომელშიც რადიკალები და მათი პრეზიდენტი ცხოვრობენ, ამ ორ კანდიდატს აქვს.
როგორც ჩანს, კონსტიტუციის დამრღვევ ზურაბიშვილს დასავლეთში პირდაპირ უთხრეს, რომ ქართველი ხალხის არჩევანს მნიშვნელობა არ აქვს. ისინი 27 ოქტომბრისთვის, შედეგების არაღიარებისა და ქაოსისთვის უნდა მოემზადონ.
„მთავრობანას“ სათამაშოდ რადიკალებს, მდიდარ „ენჯეოებსა“ და მათ პატრონებს 20 დღე კიდევ დარჩათ – არა და მათაც ხომ ზუსტად იციან, რომ ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობის გადაწყვეტილების და მათთვის მტკივნეული შედეგების აღიარება მოუწევთ.
ამ ამბის გახმაურების გამო, ახლა ომის ქარტიაზე ხელმომწერებშიც და ათონელის რეზიდენციაშიც დიდი პანიკა იქნება – ფაქტობრივად, ხვალინდელი კონსულტაციების მთავარი ინტრიგა გავთქვით“, – აღნიშნა ირაკლი ჩიხლაძემ.