„მიხეილ სააკაშვილს მას შემდეგ დავუპირისპირდით, რაც დისკუსიები აღარ გახდა საჭირო“, – ამის შესახებ ევროპული საქართველოს წარმომადგენელმა, აკაკი ბობოხიძემ „ვერსიას“ განუცხადა.
„როგორც კი განსხვავებული აზრის შეჯერება შეუძლებელი გახდა, ჩვენმა გუნდმა გაცლა ამჯობინა. თუმცა, დარჩენისა და ბრძოლის მომხრე ვიყავი, რადგან „ნაც.მოძრაობაში“ რიგით წევრებსაც არანაკლებ მნიშვნელოვანი როლი აქვთ შესრულებული. ძლიერია ის პარტია, ვისაც ადგილობრივ ერთეულებში ძლიერი ჯგუფი ჰყავს. „ნაც.მოძრაობაში“ ყოველთვის იყო დისკუსია. პრეზიდენტი და ენმ სწორედ ტაშის დამკვრელებმა დაღუპეს. არასდროს მქონია პრობლემა, სააკაშვილს დავლაპარაკებოდი და არც მას უსაყვედურია განსხვავებული აზრის გამო. უბედურება იმ ადამიანებში იყო, ვინც თავს ვალდებულადაც არ თვლიდა, განსხვავებული აზრი გამოეთქვა დავალებებს ისე ასრულებდა, ამიტომ გვითხრა უარი ხალხმა. რეალურად, ერთი ნიშნით გავიყავით – უნდა მართავდეს თუ არა პარტიას ერთი კაცი და წარსულში შეცდომები გვქონდა თუ არა. ეს ორი რამ ერთმანეთს ემთხვევა. ამ ,,ერთ ადამიანს” წარსულში შეცდომა მოუვიდა და თუ მას წინააღმდეგობას გავუწევდით, მზად იყო, აზრი შეეცვალა, რაც არაერთხელ უთქვამს. დარჩა გუნდი, რომელსაც აზრადაც არ მოსდის განსხვავებული აზრის გამოთქმა“, – აცხადებს ბობოხიძე.
წყარო: „ვერსია“