ფილმებში თამბაქოს მოწევის ამსახველი კადრები შეიძლება დაფარონ. ასეთი კადრების შემცველი ფილმები იმ დროს შეიძლება გავიდეს, როდესაც მოზარდები ტელევიზორს, სავარაუდოდ, არ უყურებენ.
ქართველი კანონმდებლები თამბაქოს კონტროლის კანონში ცვლილების პაკეტს პირველი მოსმენით იხილავენ.
ცვლილებების მიხედვით, თამბაქოს მოწევა აიკრძალება დახურულ სივრცესა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ზოგიერთ ღია სივრცესა და შეკრებაზე. აიკრძალება თამბაქოს ნაწარმის რეკლამა, სპონსორობა და პოპულარიზაციის სხვა ფორმები, ხილული განლაგება და გზის სავალ ნაწილზე რეალიზაცია. თამბაქოს კოლოფებზე გაიზრდება სამედიცინო გაფრთხილების ზომა, დატანილი იქნება პიქტოგრამები. დარეგულირდება ელექტრონული სიგარეტის საკითხიც.
კომენტარები