“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, პრეზიდენტმა პარლამენტში დღევანდელი გამოსვლისას რამდენიმე მნიშვნელოვან თემაზე არ ისაუბრა.
ამის შესახებ უგულავამ თოქშოუ “რეაქციაში” განაცხადა.
“პრეზიდენტმა არ ისაუბრა იმ მავნებლობაზე, რასაც ხელისუფლება ეწევა. ვგულისხმობ პენსიების არგაზრდას, არ ისაუბრა იმ გაღმავებულ კრიზისზე, როდესაც ხელისუფლებ ის მიღწევად ითვლება საყოველთაო ჯანდაცვა მასინ, როდესაც ჩვენ 2017 წელს ვხედავთ, რომ ეს პროგრამა ასეთი ფორმი, კრიზისში შევიდა. ვირებთ უსამართლო პროგრამას, სადაც ყველაზე გაჭირვებული ირებს ყველაზე ნაკლებს და ყველაზე შეძლებული – უკეთესს სერვისს”, – განაცხადა უგულავამ.
კითხვაზე, გაბრაზებულია თუ არა მარგველაშვილზე იმ განცხადების გამო, რომელიც მასთან დაკავშირებით გააკეთა მისი ციხეში ყოფნის დროს, რომ მას არ შეიწყალებდა, უგულავამ განაცხადა, რომ არა.
“პრეზიდენტ მარგველაშვილთან არანაირი პირადი წყენა არ მაქვს. ადამიანურად წარმატებას ვუსურვებ. მაგრამ, ის რომ მარგველაშვილი არის კარგი პრეზიდენტი, ადამიანების სოციალური თუ პოლიტიკური უფლებების დაცვის გარანტი, ეს ასე არ არის. დღეს გვყავს პრეზიდენტი, რომელიც ამას უყურებს როგორც სამსახურს, გვყავს პრეზიდენტი, რომელიც უბრალო დამკვირვებელია და ის მთავრობის კრიტიკაში თანმიმდევრული არ არის. მთავარი დამნაშავე რა თქმა უნდა მთავრობაა, მაგრამ პრეზიდენტი პრობლემებთან დაკავშირებით ან მესამე პირში საუბრობს, ან როგორც უცხოელი დამკვირვებელი, ის ჩვენი პარტნიორი ვერ იქნება”, – განაცხადა უგულავამ.