ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ დებატები მიდის ასე ვთქვათ ოცნებაზე. უკაცრავად, მაგრამ ქართული პოლიტიკა საქართველოში ხორციელდება და არა – ბრიუსელში, – განაცხადა ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ „იმედი LIVE“-ში ევროპარლამენტში დღეს გამართულ დებატებთან დაკავშირებით.
„[დებატებზე] რეალობაზე უნდა გვესაუბრა რაც იყო საქართველოში. შედგა არჩევნები, დადგა შედეგი. მე ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ დებატები მიდის ასე ვთქვათ ოცნებაზე. უკაცრავად, მაგრამ ქართული პოლიტიკა საქართველოში ხორციელდება და არა – ბრიუსელში. მომისმენია კოლეგებისგან, რომ არ იყო შედეგები კარგი, სხვა შედეგი გვჭირდება და იქნებ ახალი არჩევნები დავნიშნოთ, კარგი იქნება თუ ქუჩებში მძაფრი რეაქცია იქნებაო. ორი ტიპის პოლიტიკოსები არსებობენ – პარლამენტის წევრები, რომლებსაც ესმით ხალხის ხმა, რომლებმაც დაინახეს შედეგები და ჯგუფი პარლამენტარების, რომლებიც ოცნებობენ შედეგებზე. ამიტომ ეს დებატები ჩემთვის ძალიან უცნაური იყო. მე მაგალითად კოლეგა მყავს, რომლისთვისაც კოშმარად იქცა მათი ოცნება. ოცნებობდნენ, შედეგი არ მიიღეს, მაგრამ პატივი უნდა სცენ, თუმცა არ სურთ პატივი სცენ შედეგებს და ამიტომ ვეძახი ამას საშიშს“, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.
ევროპარლამენტში საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ დებატები გაიმართა. მწვავე განხილვა თითქმის ცარიელ დარბაზში, სადაც მხოლოდ დებატებში მონაწილეები იყვნენ, ევროკომიისის წარმომადგენელმა გახსნა.