არანაირი პერსპექტივა, არანაირი რესურსი რადიკალურ ოპოზიციას არ აქვს. იმას, რასაც ჩვენ მათგან ვისმენთ, აქვს ერთადერთი მიზანი, რომ ისინი ტივტივებდნენ პოლიტიკური დღის წესრიგის ქვაკუთხედში და რაღაცნაირად თავი გაიმართლონ, როგორც საკუთარ მოტყუებულ ამომრჩეველთან, რომელსაც ისინი ატყუებდნენ მთელი ამ ხნის განმავლობაში, რომ ისინი იგებდნენ არჩევნებს, – განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ.
მისი თქმით, ოპოზიცია ახლა ცდილობს თავი იმართლოს მის დამფინანსებელთანაც.
„ისინი ატყუებდნენ ჩვენს მოსახლეობას და მათ მხარდამჭერებს, რომ იქნებოდა ძალიან მკაცრი რეაქციები საერთაშორისო აქტორების მხრიდან. საბოლოო ჯამში, მათ ვერ მიიღეს ის რაც უნდოდათ. ამ წლების განმავლობაში, რამდენჯერმე ჰქონდათ ამ ქვეყანაში რევოლუციის ჩატარების მცდელობა. ახლა ცდილობენ, რომ ყოველდღიურ რეჟიმში შექმნან გარკვეული დღის წესრიგი, რომ თავი არ დაავიწყონ, როგორც საკუთარ ამომრჩეველს, რომელიც ძალიან იმედგაცრუებულია, ასევე, თავი არ დაავიწყონ იმ დამფინანსებლებს, რომელიც დღემდე, ზოგიერთი მათგანი მხარს უჭერს რადიკალურ ოპოზიციას. სამწუხაროდ, ამ საერთაშორისო აქტორებმა დღემდე ვერ გაიაზრეს, რომ ისინი საქართველოს მოსახლეობას და არ იცნობენ იმ ცხოვრებას, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა გაიარა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ იმ პოლიტიკურ რყევებს, სამხედრო რყევებს და სამოქალაქო დაპირისპირებას ვგულისხმობ“, – განაცხადა მაია ბითაძემ.