ჩინეთი და ევროკავშირი პარტნიორები არიან და არა მოწინააღმდეგეები, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვანგ იმ განაცხადა.
სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნული განცხადება პეკინში, ლუქსემბურგის ვიცე-პრემიერთან, ხავიერ ბეტელთან შეხვედრის დროს გააკეთა.
ვანგ იმ ორივე მხარეს მოუწოდა, იფიქრონ ერთმანეთის გადმოსახედიდან და ისწრაფონ თანამშრომლობისკენ.
„მზარდი ცალმხრივობისა და პროტექციონიზმის პირობებში, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ევროკავშირი ერთგული დარჩება თავისი თავდაპირველი ვალდებულების შესრულების მიმართ და შეინარჩუნებს სტრატეგიულ დამოუკიდებლობას. ჩინეთი მზადაა, ლუქსემბურგთან ერთობლივი ძალისხმევით, ჩინეთი-ევროკავშირის ურთიერთობების მდგრად და ჯანსაღ განვითარებას შეუწყოს ხელი“, – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.