ბრიტანულ ტელეკომპანია Sky News-თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ უკრაინაში ომი 2025 წელს დასრულდეს.
„ჩვენ შეგვიძლია ეს. მაგრამ ევროპასთან ერთად, შეერთებულ შტატებთან ერთად, რა თქმა უნდა, და უკრაინასთან ერთად, როგორც ამ გარიგების მთავარ ნაწილთან“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მისი თქმით, რუსეთზე დონალდ ტრამპისა და ევროკავშირის მხრიდან დიდი ზეწოლა უნდა განხორციელდეს, ასევე უნდა მოხდეს უკრაინის გაძლიერება და ამ შემთხვევაში ომი სწრაფად შეიძლება დასრულდეს.
ზელენსკიმ დასძინა, რომ ეს არ იქნება მარტივი, მაგრამ მშვიდობა შეიძლება დადგეს 2025 წელს და ეს დამოკიდებულია მსოფლიო ლიდერების გადაწყვეტილებებზე.
კომენტარები