დაჯგუფება „ჰამასი“ აცხადებს, რომ მას ხელში ჩაუვარდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ისრაელი უახლოეს მომავალში 2023 წლის 7 ოქტომბერს გატაცებული მძევლების გადარჩენის ოპერაციის ჩატარებას გეგმავს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, „ჰამასი“ იმუქრება, რომ, თუ ისრაელი ასეთ ნაბიჯს გადადგამს, ის ყველა მძევალს მოკლავს. დაჯგუფებამ მისი ყველა მებრძოლი უკვე გააფრთხილა და მოსალოდნელ შედეგებზე პასუხისმგებლობას მთლიანად ისრაელს აკისრებს.
„ჰამასში“ ფიქრობენ, რომ ისრაელი ივნისში ღაზაში ნუსეირათის ბანაკში ჩატარებული ოპერაციის მსგავსი მოქმედების განხორციელებას გეგმავს ახლაც. მაშინ ებრაელმა ჯარისკაცებმა სპეცოპერაციის შედეგად ოთხი მძევალი გაათავისუფლეს. ივნისის ოპერაციას 200-ზე მეტი ადამიანი შეეწირა.
კომენტარები