ალეკომ, რამდენიმე თვის წინ, ტელევიზიით თქვა, „სააკაშვილმა დაამთავრა იქ, სადაც დაამთავრა, ზის ციხეშიო“. ალეკო, ახლა, შენც მოგიყვანეს ამ ციხეში…, – ასე გამოეხმაურა მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე განაცხადა, „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის დაკავებას.
„ალეკო ელისაშვილი მოიყვანეს „ვივამედში“… დამამახსოვრდა, ალეკომ, რამდენიმე თვის წინ ტელევიზიით თქვა, რომ „სააკაშვილმა დაამთავრა იქ, სადაც დაამთავრა, ზის ციხეშიო“. ალეკო, ახლა, შენც მოგიყვანეს ამ ციხეში… ზუსტად ვიცი, რომ ხარ პოლიტიკური პროვოკაციის მსხვერპლი და ყველა, ვინც არ გამოხატავს
ალეკოს მიმართ სოლიდარობას, ის მერე ხვალ, თვითონ გახდება ასეთი მოპყრობის მსხვერპლი და ასეთი დაჭერის მსხვერპლი.
ნახეთ, რა კომპრომატებს და ცირკებს დგამენ – კეზერაშვილების სახლებში ჩხრეკა, სადაც მრავალი წელია არ ცხოვრობს. ეს ხომ ჩვეულებრივი პროპაგანდის ტრიუკია, იმისთვის, რომ ყურადღება გადაიტანონ ძირითადი ბრძოლისგან და ძირითადი ბრძოლა ხართ თქვენ, ძირითადი შიში აქვთ თქვენი, თქვენ ხართ ახლა წამყვანი ყველა ასაკის ადამიანი, მაგრამ განსაკუთრებით ახალგაზრდობა“, – განაცხადა სააკაშვილმა.
მანვე აღნიშნა, რომ ყველა დემონსტრანტი ვინც აქციაზე დგას, ძალიან კარგად იძლევა ინტერვიუს ინგლისურად, რის გამოც, გული სიყვარულით ევსება.
„მეგონა, რომ მე ვიყავი ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისი და ახლა, ყველანი ასეთი ხართ, ყველანი ასეთი განათლებულები ხართ, ყველანი ასეთი თვალანთებულები ხართ და ყველას გესმით თავისუფლება. ამიტომ, არ დაუჯეროთ მათ. [ამბობენ], სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმი – რანაირი ავტორიტარი ვიყავი, ხალხო, 7 ნოემბერი რომ არ მომეწონა, მიუხედავად იმისა,რომ რუსი ოლიგარქის და რუსეთის ხელის ერია იმ ყველაფერში, რომ არ მომეწონა პოლიტიკის მოქმედება, გადავდექი პრეზიდენტობიდან და შევიმცირე ვადა“, – განაცხადა სააკაშვილმა.