გერმანიის კანცლერობის კანდიდატი მემარჯვენე ცენტრისტული პარტიის, „ქრისტიან-დემოკრატების“ ლიდერი ფრიდრიხ მერცი უკრაინის დედაქალაქში ჩავიდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
როგორც მერცმა აღნიშნა, მისი ვიზიტის მიზანია ადგილზე არსებული ვითარების გაცნობა. მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინაში ომი, რაც შეიძლება, მალე უნდა დასრულდეს.
დღის ბოლოს მერცი კიევში უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა და მხარდაჭერა აღუთქვა.
კომენტარები