თბილისის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარემ, ოთარ გრიგოლიამ, გადაცემაში „იმედი LIVE ქვეყანაში განვითარებული პროცესები შეაფასა და აღნიშნა, რომ საქართველოში მიმდინარეობდა მცდელობა სახელმწიფოსა და არჩეული ახალი მთავრობის გადაყირავების. როგორც გრიგოლიამ აღნიშნა, ეს მცდელობა ჩავარდა.
„ვინც ცდილობდა კონსტიტუციური წესრიგის შეცვლას, იყვნენ ადამიანები, რომლებმაც არჩევნები წააგეს. ჩვენ დავინახეთ, როგორი მხარდაჭერა ჰქონდა, სამწუხაროდ, ჩვენი ბევრი მეგობრისგან და როგორ მხარს უბამდნენ ჩვენი ე.წ. პარტნიორები ამ გადაყირავების მცდელობას. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ადამიანებმა ყველაფერი გააცნობიერეს და დაინახეს რა არის რეალობა. ბევრმა დაინახა რომ ეს პროცესი წახალისებული იყო, ბევრმა დაინახა, რომ მანიპულაციის მსხვერპლი იყო“, – აღნიშნა ოთარ გრიგოლიამ.