აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ თუ უკრაინა დაწევს სამობილიზაციოი ასაკს, აშშ და მისი მოკავშირეები მზად იქნებიან, მობილიზებული პირების აღჭურვისა და მომზადებისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
მან აღნიშნა, რომ ამერიკულმა და უკრაინულმა მხარეებმა განიხილეს ვითარება ქვეყნის აღმოსავლეთში და მისი შეიარაღებული ძალების შემადგენლობა.
„ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ თუ ისინი გამოიყვანენ დამატებით ძალებს საბრძოლველად, ჩვენ და ჩვენი მოკავშირეები მზად ვიქნებით მათი აღჭურვისა და მომზადებისთვის, რათა მათ შეძლონ ბრძოლა“, – აღნიშნა მეთიუ მილერმა.
ნოემბრის ბოლოს, სააგენტო Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, აშშ-ის ადმინისტრაცია ითხოვს, რომ უკრაინამ გასაწვევი ასაკის 18 წლამდე დაწევის საკითხი განიხილოს.