ჩინეთმა უპილოტო საფრენი აპარატებისა და მისი კომპონენტების მიწოდება მნიშვნელოვნად შეამცირა, რამაც, შესაძლოა, უკრაინაში ომზე, სადაც დრონები რუსული აგრესიის მოგერიების კუთხით საკვანძო როლს ასრულებს, დიდი გავლენა მოახდინოს. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ჩინეთსა და აშშ-ს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ესკალაცია ახლა ტექნოლოგიების სფეროს შეეხო, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია უკრაინისთვის.
ჩინელმა მწარმოებლებმა უკვე დაიწყეს დრონების საკვანძო კომპონენტების – ძრავების, ბატარეების და ფრენის კონტროლიორების – გაყიდვების შეზღუდვა აშშ-სა და ევროპაში.
სავარაუდოდ, ეს არის ახალი საექსპორტო წესების დამყარების პირველი ნაბიჯები. როგორც სააგენტოს წყაროებმა განუცხადეს, სავარაუდოდ, დრონების და მისი კომპონენტების მიწოდება მხოლოდ ლიცენზიის შემთხვევაში, ან ჩინეთის მთავრობის წინასწარი გაფრთხილების შემდეგ იქნება შესაძლებელი.
უკრაინა, რომელიც დიდწილად იაფ ჩინურ კომპონენტებზე წვდომაზეა დამოკიდებული, დრონების და მისი კომპონენტების ექსპორტის აკრძალვის შემთხვევაში, სირთულეებს გადააწყდება. დრონების წარმოება, რამაც ომის პირობებში სტრატეგიული მნიშვნელობა შეიძინა, საფრთხეშია.