ყოფილი მოდელი თიკო ჩხეიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“აქ ვინმე ჩემმა დუმილმა თუ შეაწუხა – აი, ვიღებ ხმას:
მე არ ვარ შენს პოზიციაზე!
მე არ ვეთანხმები შენს აზრს!
მე არ ვიზიარებ შენს ქმედებას!
მე არ მომწონს შენი ქცევა,
ყვირილით “საუბარი”, შენი ტერორის, ფსიქოლოგიური ზეწოლის შემცველი გამოსვლები,
არ მომწონს შენი ცხოვრების წესი, ზნე და მანერა!
მე არ ვიზიარებ ჯოგურ/გატრენდებულ აზრებს!
მე არ ვარ შენ და შენ არ ხარ მე!
და ბოლოს, მე არ ვარ შენი ფინია, დამიძახო და მოვლაქუცდე კუდის ქნევით!
იყავი, იქ სადაც ხარ და თუ გმირი გინდა იყო – ეგეც იყავი!
შესაბამისად, მე მაცადე იქ ყოფნა, სადაც მე მგონია სწორი – ეს ჩემი დემოკრატიული უფლებაა!
მე არ მაქვს გმირობის ამბიცია , თუმცა ხანდახან ვნატრობ, მართალ საომარ ვითარებას ჩავხედოთ თვალებში ერთად, გულწრფელად მაინტერესებს გამომყვები თუ არა ნამდვილ ომში, ხაზს ვუსვამ – ნამდვილ ომში და არა დგომა/ყვირილ/ფოიერვერკში!
არ ვაპირებ სამშობლოს სიყვარულის მტკიცებას სთორებით… საერთოდაც , ჩემთვის, სიყვარული ყვირილს და ხმაურს არ მოითხოვს!
ისტორია იტყვის თავის სიტყვას და თუ შენ აღმოჩნდები სწორ ადგილას , მე ვიქნები პირველი, ვინც მადლობას გეტყვის გმირობისთვის!…
მაგრამ ახლა…
უხერხულია ტერორი, ზეწოლა და “გმირობანას” თამაში, მოგვიანებით რომ შეგრცხვება და აუცილებლად ინანებ ეგ ამბავია…
პ.ს. არცერთი გმირი მახსენდება თვალების ქაჩვით და არაფრისმთქმელი ყვირილით გაეთქვას სახელი!
პ.ს.ს. თავს ვიკავებდი და არ მინდოდა რამის თქმა, ახლაც უფრო სხვა ადამიანების ჩაგვრაზე მაქვს რეაქცია, ვიდრე ჩემი გაღიზიანებაა! ფსიქიკა საკმაოდ მყარი მაქვს, მოთმინებამ მიმტყუნა ცოტა!…
ოღონდ ნუ შეგვჭამ და მე ვიქნები მონა პატრიოტი და შენ იყავი ურა პატრიოტი
ღმერთმა გიშველოს ჩვენი ნებით თუ უნებლიე მოღალატეებში ჩაფლულო…
რუსუდან ლაზარიშვილის სტატუსი, რომელიც ბევრის პასუხს შეიცავს”