ირანული მედიის ინფორმაციით, ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ სირიაში პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობის უკან აშშ და ისრაელი დგანან.
ამასთან, „გარდიანის“ ცნობით, აიათოლა ალი ხამენეიმ სირიის რეჟიმის დამხობაში დაადანაშაულა სირიის მეზობელი ქვეყანაც, რომელიც მას არ დაუსახელებია, თუმცა სავარაუდოდ საუბარია თურქეთზე.
„ეჭვგარეშეა, რომ ის, რაც მოხდა სირიაში, არის ერთობლივი ამერიკულ-სიონისტური პროდუქტი. დიახ, სირიის მეზობელი ქვეყნის მთავრობა თამაშობს, ითამაშა და ასევე აგრძელებს თვალსაჩინო როლის თამაშს ამ საკითხში და ამას ყველა ხედავს, მაგრამ მთავარი კონსპირატორი, ორგანიზატორი და სამეთაურო ცენტრი არის ამერიკასა და სიონისტურ რეჟიმში. ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები, რომელიც ეჭვების ადგილს არ ტოვებს“, – განაცხადა აიათოლა ალი ხამენეიმ.