ამით ერთი, რომ შეურაცხყოფა მიაყენეს ეკლესიას, საქართველოს საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის რელიგიურ გრძნობებს და მეორე არის ის, რომ ამ ადამიანებმა კიდევ ერთხელ თქვეს და მათმა პატრონებმა ყველაზე მეტად, რომ მათთვის არაფერი წმინდა არ არსებობს, – განაცხადა დეპუტატმა, „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა მაცხოვრის გამოსახულებიანი კუბოს დაწვაზე საუბრისას.
„მათთვის არსებობს გამოხატვის თავისუფლება, როცა ისინი გამოდიან. აბა ვნახოთ რას ამბობენ. როგორც კი მათ ვინმე ხელს დააკარებს სად არის პოლიციაო ამბობენ და პოლიცია რომ დადის ქუჩაში მართლწესრიგის დასაცავად, ეს რეიდებია და კომუნისტური რეჟიმიაო.
ესე იგი თუ თვითონ მოუნდათ პოლიციამ უნდა დაიცვას ეს რადიკალები, სად არის პოლიციაო ეძებენ და თუ თვითონ აშავებენ რამეს, პოლიცია რატომ უნდა დადიოდეს ქუჩაშიო. აი ეს ხალხია ზუსტად, მათთვის თავისუფლება იწყება და მთავრდება იქ, სადაც თვითონ არიან, დანარჩენმა ადამიანებმა თავისუფლებით არ უნდა ისარგებლონ თურმე და მათი მონები უნდა იყვნენ, რასაც იტყვიან ის უნდა გააკეთონ და დასრულდა ეს დრო მეგობრებო“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.