ირანის უზენაიესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი აცხადებს, რომ სირიაში ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობის უკან ამერიკის შეერთებული შტატები და ისრაელი დგანან. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.
ალი ხამენეის განცხადებით, სირიელი ამბოხებულების გამარჯვება ირანს ვერ დაასუსტებს. როგორც ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაესმა ლიდერმა სიტყვით გამოსვლის დროს აღნიშნა, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ისრაელთან ერთად სირიელი ამბოხებულების გამარჯვებას რეგიონში სხვა ქვეყნებიც უწყობდნენ ხელს, თუმცა ხამენეის კონკრეტული ქვეყნები არ დაუსახელებია.
კომენტარები